პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა

20.07.2015
2015 წლის 20 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოწვეული იყო არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, კერძოდ, წითელუბანსა და ორჭოსანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების განსახილველად. თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ყველა მონაწილის მზადყოფნა გამოიყენონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამ მოვლენების ღია და გულწრფელი განხილვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ განხილვების დროს, გამოიკვეთა მომხდარი მოვლენების მიზეზების აღქმასთან დაკავშირებული განსხვავებები, მონაწილეებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მშვიდი სიტუაციის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ზომების მიღების მზადყოფნა გამოთქვეს.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მოცემულ პოზიციას და მონაწილეებს სთხოვეს ფოკუსირება მოახდინონ იმ ზეგავლენაზე, რაც მოცემულ მოვლენებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აქვს. ასევე განხილული იყო ფერმერებისთვის მათ სავარგულებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და უახლოეს დღეებში, სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით მოსავლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაკეთდა შეთავაზება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 2015 წლის 30 ივლისს გაიმართება.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება