პრეს რელიზები

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენების შესახებ

15.07.2015
საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ახალი სადემარკაციო ნიშნების დამონტაჟებამ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია, რასაც თან სდევს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საარსებო გარემოზე და გადაადგილების თავისუფლებაზე პოტენციურად უარყოფითი ზეგავლენა.

ნაბიჯები, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პროვოკაციული, თავიდან უნდა იქნას აცილებული, ისევე როგორც ნებისმიერი ქმედება, რომელიც საზიანოა სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართული ძალისხმევისთვის, რაც უნდა განხორციელდეს რეგიონული სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონფლიქტების მოგვარებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროში.

ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია (EUMM) სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. დაძაბულობის განსამუხტად ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისა და არსებული მექანიზმების გამოყენებისკენ, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

http://eeas.europa.eu/statements-eeas/2015/150715_04_en.htm

Follow us on social media