უსაფრთხოების სიტუაცია შეფასდა როგორც სტაბილური და განიხილულ იქნა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მომხდარი კონკრეტული ინციდენტები.
მონაწილეებმა ადგილობრივი ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის თაობაზე კონსტრუქციული დისკუსია გამართეს და შეთნხმდნენ, რომ ეს თემა განსახილველ საკითხად დარჩება. მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს მზაობა კიდევ უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება და გააძლიერონ ინფორმაციის გაცვლა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე ხანძრის საშიშროებასთან მიმართებაში.
მონაწილეებმა განიხილეს უახლესი ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თაობაზე და აღნიშნეს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის დროულ გაცვლას მოელიან.
ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებაზე რეაგირებისთვის, მონაწილეებმა სამხედრო წვრთნების შესახებ დროული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადეს პირობა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.