პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 58-ე შეხვედრა გაიმართა

23.09.2015
2015 წლის 23 სექტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთვრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

უსაფრთხოების სიტუაცია შეფასდა როგორც სტაბილური და განიხილულ იქნა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მომხდარი კონკრეტული ინციდენტები.

მონაწილეებმა ადგილობრივი ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის თაობაზე კონსტრუქციული დისკუსია გამართეს და შეთნხმდნენ, რომ ეს თემა განსახილველ საკითხად დარჩება.  მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს მზაობა კიდევ უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება და გააძლიერონ ინფორმაციის გაცვლა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე ხანძრის საშიშროებასთან მიმართებაში.

მონაწილეებმა განიხილეს უახლესი ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თაობაზე და აღნიშნეს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის დროულ გაცვლას მოელიან.

ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებაზე რეაგირებისთვის, მონაწილეებმა სამხედრო წვრთნების შესახებ დროული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადეს პირობა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.



Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება