პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება პერევში საგუშაგოს მოხსნას

12.12.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება პერევში რუსული საგუშაგოს მოხსნას, რომელიც დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, ახალ ადგილზე, სინაგურში გადაიტანეს.

მოცემული ქმედება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაღალჩინოსან სამხედრო წარმომადგენლებთან პერევის საგუშაგოს ზუსტ მდებარეობაზე ბოლოდროინდელ განხილვებს მოსდევს, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი თვალსაზრისით, საგუშაგო თვალნათლივ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა:

„ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით მოცემულ ნაბიჯს. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ძალები დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდნენ ამ საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად ნათელი დასტურისა, რომ საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობდა. მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაჟინებამ შედეგი გამოიღო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოცემული ქმედება, გააადვილებს პერევისა და პერევის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სტაბილურობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ყველა სათანადო მხარესთან ნდობის აღდგენის კონსტრუქციულ პროცესში მონაწილეობას.“

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება