პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 59-ე შეხვედრა გაიმართა

29.10.2015
2015 წლის 29 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეცხრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

უსაფრთხოების სიტუაცია შეფასდა როგორც სტაბილური და გაიმართა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მომხდარი კონკრეტული ინციდენტების კონსტრუქციული განხილვა, მათ შორის, ბანერების მიმართულებით სროლის საკითხი. მონაწილეებმა ასევე ადგილობრივი ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის თაობაზე გაცვალეს მოსაზრებები.

მონაწილეებმა გარდაცვლილი პირის ცხედრისთვის ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებიც განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გამოემშვიდობნენ ბ-ნ ხოხ გაგლოითის, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრას ბოლოჯერ ესწრება, როგორც წამყვანი მონაწილე სამხრეთ ოსეთიდან.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 26 ნოემბერს გაიმართება.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება