პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მე-60-ე შეხვედრა გაიმართა

26.11.2015
2015 წლის 26 ნოემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მესამოცე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მონაწილე სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს დავით სანაკოევს მიესალმნენ.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური. თუმცა, გამოითქვა შეშფოთება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების პერიოდში, ასევე - დაკავებების რაოდენობის ზრდა.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეების სურვილს უსაფრთხოების პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ სატელეფონო ცხელი ხაზის ეფექტიანად გამოყენებისა და საველე გასვლების მეშვეობით. მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან და დაკავებებთან დაკავშირებით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართება.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში