პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 61-ე შეხვედრა გაიმართა

16.12.2015
2015 წლის 16 დეკემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეერთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხთან დაკავშირებით მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ხელშეწყობით მოქმედი სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დროში აღსადგენად.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი (როგორიცაა დაკავებები და საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევები) და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა შეაფასეს როგორც სტაბილური.

თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ჰუმანიტარული მიდგომისა და შემწყნარებლური დამოკიდებულებისკენ მოუწოდეს, განსაკუთრებით დამდგარი ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით.

გასული ორი წლის განმავლობაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ყველა მონაწილემ ელჩ გნედინგერს მადლობა გადაუხადა.

შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 20 იანვარს გაიმართება.





Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება