პრეს რელიზები

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა ლიდერების და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით

22.03.2016

ერთობლივი განცხადება იხილეთ ბმულზე

"ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ბრიუსელში დღეს მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით. ეს იყო თავდასხმა ჩვენს ღია დემოკრატიულ საზოგადოებაზე. ბელგიელი ხალხისა და ბელგიის მთავრობის დიდსულოვნების წყალობით, ბრიუსელი ჩვენს საერთო ევროპულ ინსტიტუტებს მასპინძლობს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ბელგიის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით, მოცემულ საფრთხეს ერთად ებრძოლონ. ეს უკანასკნელი თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას დავიცვათ ევროპული ფასეულობები და შემწყნარებლობა იმ თავდასხმებისაგან, რომელთაც შეუწყნარებლები ჩადიან. სიძულვილის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთიანი და მტკიცე ვიქნებით."


Follow us on social media