პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 67-ე შეხვედრა გაიმართა

29.06.2016
2016 წლის 28 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეშვიდე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

აღინიშნა, რომ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ იყო შედარებით სტაბილური, მაგრამ არსებობდა გამოწვევებიც. ზოგიერთი მათგანი, კერძოდ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის და დაკავების შემთხვევები, დეტალურად იყო განხილული.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ, იმ შემთხვევაში თუ გამოწვევებზე რეაგირება დროულად არ მოხდება, ზოგიერთი შეიძლება დაძაბულობის კერად იქცეს. ამ კონტექსტში აღიარებული აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ფასილიტაციის მიმართულებით.

დადებითად შეფასდა ცხელი ხაზის მექანიზმის, როგორც კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალების,  მოქმედება. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, ცხელი ხაზის გამოყენებით, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას გაცვლიან.

ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ეუთო-ს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის ბ-ნი დუშან იგნატოვიჩის მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საქმეებზე შემდგომი საქმიანობის გეგმების შესახებ.

შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 19 ივლისს გაიმართება.






Follow us on social media