ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს 2016 წლის 16 სექტემბერს პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გდულეთის მახლობლად დაკავებული 17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილის გათავისუფლებას, რომელმაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა.
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყო ჯონი გოგიჩაიშვილის გათავისუფლებას, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მოქმედი უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის საშუალებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არასრულწლოვანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მიესალმება.