პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 70-ე შეხვედრა გაიმართა

28.09.2016
2016 წლის 28 სექტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეათე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, უსაფრთხოების მდგომარეობას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის და ასევე საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ამჟამად დაკავებულ პირთა საკითხები. შეხვედრაზე დაისვა ბორდერიზაციის საკითხი და ხაზი გაესვა მის ზეგავლენას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების საკითხი საქართველოში მოახლოვებულ არჩევნებითან დაკავშირებით 
თანათავჯდომარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მონაწილეების მზადყოფნას ერთობლივად გადაწყვიტონ უსაფრთხოების პრობლემები ცხელი ხაზის ეფექტიანად გამოყენების საშუალებით ადგილზე არსებული ინციდენტების მოსაგვარებლად. მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ადრეული გაფრთხილებისთვის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ჩასატარებელი სამხედრო წვრთნების თაობაზე.

შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

   მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი შეხვედრის დაწყებამდე მედიას ესაუბრება

შეხვედრის ფასილიტატორები მონაწილეებს ესალმებიან


70-ე შეხვედრა იწყება

Follow us on social media