პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მე-40 შეხვედრა გაიმართა

19.10.2016

დღეს, 19 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდი მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის მეთაურობით გალში გაეროს ხელშეწყობით გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეორმოცე შეხვედრა ს დაესწრო.

მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მრავალ საკითხს,  რომელიც როგორც უახლესს, ასევე რამდენიმე წლის წინ მომხდარ სხვადასხვა ინციდენტს უკავშირდებოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 19 მაისს ხურჩაში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაში ეჭვმიტანილის   მართლმსაჯულებისთვის გადაცემის გზის მოსაძებნად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლების საკითხი, ადმინისტრაციული საზღვრის სავარაუდო დარღვევები და სხვადასხვა კრიმინალური ქმედებები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გალში 2016 წლის 11 ნოემბერს გაიმართება.



Follow us on social media