პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 71-ე შეხვედრა გაიმართა

26.10.2016
2016 წლის 26 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მათ შორის, ამჟამად დაკავებული პირების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ბორდერიზაციას და მის ზეგავლენას  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე მოხდა განახლებული ინფორმაციის მიწოდება ეუთოს დაკვეთით მოღვაწე დამოუკიდებელი ექსპერტის მუშაობის შესახებ, რომელიც ამჟამად რეგიონში იმყოფება და აგრძელებს მუშაობას დაკარგულ პირებთან დაკავშირებით.

შეხვედრის ყველა მხარემ დადებითად შეაფასა ცხელი ხაზის ეფექტიანობა ინფორმაციის მოწოდებასა და საკითხების გადაჭრასთან მიმართებაში. მხარეთა რეკომენდაციის შესაბამისად, ფაქტების შესახებ შეტყობინებების გადმოცემა უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად დროულად. 

მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ჩასატარებელი სამხედრო და პოლიციის საქმიანობის შესახებ ადრეული გაფრთხილების უზრუნველსაყოფად. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 30 ნოემბერს გაიმართება.


მიმდინარეობს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში