პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 72-ე შეხვედრა გაიმართა

30.11.2016

2016 წლის 30 ნოემბერს , ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეთ რთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ . მიუხედავად გახშირებული დაკავებ ებ ის შემთხვევები სა , მონაწილეებმა მიიჩნიეს რომ მდგომარეობა სტაბილურია .

მათ ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლება სთან დაკავშრებული     საკითხები და მათი ზეგავლენა   ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე და ასევე გადაკვეთის მექანიზმები .

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის ეფექტიანობა ინფორმაციის მოწოდებასა და საკითხების გადაჭრასთან მიმართებაში .

ყველა მონაწილემ დაადასტურ ა მ ზადყოფნა ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ჩასატარებელი სამხედრო საქმიანობის შესახებ ადრეული გაფრთხილების უზრუნველსაყოფად და გამოთქვ მზადყოფნა განიხილოს შესაძლებელი დამატებითი ნებაყოფლობითი ზომები .

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 18 იანვარს გაიმართება. 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება