პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჟურნალისტებისთვის ორგანიზებული სემინარი ბრიუსელში

28.11.2016

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ორგანიზება გაუწია სემინარს ბრიუსელში   ჟურნალისტებისთვის თბილისიდან , სოხუმიდან და ცხინვალიდან. სემინარი დააფინანსა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ინიციატივამ და იგი   ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სათავო ოფისში გაიმართა . მანამდე, მსგავსი სემინარები ჩატარდა სტამბულში, თურქეთი (2015) და ლონდონში, დიდი ბრიტანეთი (2014).

წელს პროექტმა თბილისის , სოხუმის და ცხინვალის 12 ჟურნალისტი შეკრიბა, რათა გაეძლიერებინა კავშირები და გაეზარდა მათი პროფესიონალიზმი , განსაკუთრებით სოციალური მედიის ეფექტიანი გამოყენების სფეროში . იგი ერთობლივად ჩატარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ.

ევროკავშირის დედაქალაქში ჟურნალისტების ჩამოყვანამ მისცა მათ საშუალება ენახათ , თუ როგორ მუშაობს   ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტები - საბჭო , პარლამენტი და კომისია. პროფესიული ტრენინგი ჩაატარეს წამყვანმა ლექტორმა ონნიკ ჯეიმს კრიკორიანმა (ჟურნალისტი , ფოტოგრაფი და ახალი მედიის კონსულტანტი დიდი ბრიტანეთიდან) , ჰარრიეტ ვარ-ოსტინმა (ადამიანის უფლებათა ექსპერტი, ადროიტ კონსალტანსი, დიდი ბრიტანეთიდან) და გიორგი კუპატაძემ (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი თბილისიდან) .

  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის ევროკავშირის ინსტიტუტების სხვადასხვა თანამშრომელს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის გაწეული დახმარებისთვის მათი დროისა და ძალისხმევისთვის და მონაწილეებთან საუბრისთვის , და ასევე ბელგიის ხელისუფლებას, რომელმაც ამ ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახადა . გარკვეული დრო შესაძლოა დასჭირდეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხრიდან ხელშესახები ჟურნალისტური შედეგების მიღებას, მაგრამ ყველა დაეთანხმა იმ აზრს, რომ ინფორმაცია იყო მიწოდებული და მიღებული, მეგობრობა კი გრძელდება. მინარის პირველი დღე. მაიკლ მანი ( StratCom -ის ხელმძღვანელი) სტრატეგიული კომუნიკაციის პრიორიტეტებზე საუბრობს


                                                                                                                                                                                                                                           

                                                                                                                                                                                  სემინარის პირველი დღე. მაიკლ მანი ( StratCom -ის ხელმძღვანელი) სტრატეგიული კომუნიკაციის პრიორიტეტებზე საუბრობს

წამყვანი ტრენერი ონიკ ჯეიმს კრიკორიანი განიხილავს სოციალური მედიის როლს კონფლიქტის გაშუქების ჭრილში

მაია კოჯინიასიცი (უმაღლესი წარმომადგენლის პრეს სპიკერი) საუბრობს პრეს სპიკერის სამუშაო  სპეციფიკაზე

ჰარიეტ-ვან-ოსტინი ადამიანის უფლებებზე და მედიაზე მათი ზეგავლენის ხარისხზე საუბრობს

იური ლაასი (ევროპის საბჭოს პრეს სამსახური) სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს ესაუბრება

ჯორჯ სტალონოუ იმ საკანონმდებლო პროცედურებს ხსნის, რომელიც ევროკომისიაში, ევრო პარლამენტში და ევროსაბჭოში მიმდინარეობს

კრისტოს მარაზპოლოსი სემინარში მონაწილე ჟურნალისტებს  ევროკავშირის გავნითარების პოლიტიკას აცნობს 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში