პრეს რელიზები

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

14.12.2016
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოცდამეთვრამეტე რაუნდი ახლახანს დასრულდა. 

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2016 წლის ოქტომბერში გამართული რაუნდის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე არსებული ვითარება შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. 

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული საერთო ჰუმანიტარული მდგომარეობა და ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა საბუთები, გადაკვეთები, მულტილინგვური განათლება, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები და კულტურული მემკვიდრეობა. ამ კონტექსტში, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს განსხვავებული შეხედულებები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირთა საკითხების გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებთან დაკავშირებით. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2017 წლის 28-29 მარტს გაიმართება.

გაეცანით პრეს-კომუნიკეს სრულ ტექსტს მოცემულ ბმულზე


Follow us on social media