პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დასავლეთ საქართველოს რეგიონის პოლიციის უფროსებთან შეხვედრა გამართა

10.02.2017
მიმდინარე წლის 10 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დელეგაცია დასავლეთ საქართველოს რეგიონის პოლიციის უფროსებს შეხვდა.

მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მყარი, უწყვეტი ფუნქციური თანამშრომლობისთვის და შსს-ს მიერ ტექნიკური შეთანხმების შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის  და წარმოადგინა თავისი შეხედულებები, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს არსებული კარგი თანამშრომლობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას და სამინისტროს სახელით გამოთქვა მადლიერება მისიასთან ფუნქციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შსს-მ წარმოადგინა თავისი მიმდინარე რეფორმები და სამომავლო ხედვა.

მისიის ხელმძღვანელმა წარადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტრუქტურა და მანდატი; მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მუშაობაზე, რომელსაც მისია ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებულ ტექნიკურ შეთანხმებასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს მისიისთვის საქართველოს პოლიციის დაწესებულებებისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

მისიის თანამშრომლებმა ასევე განმარტეს, თუ როგორ ხორციელდება ადგილზე პოლიციის დაწესებულებების შესაბამისობაზე დაკვირვება და ამ პროცესს როგორ უწყობს ხელს ურთიერთთანამშრომლობა.

პოლიციის ხელმძღვანელებთან ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა  არსებული მდგომარეობის, ოპერატიული საკითხების, გეგმებისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური და რაიონული პოლიციის უფროსები და მათი მოადგილეები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი დონის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეები დისკუსიისთვის ემზადებიან 
მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი შეხვედრის მონაწილეებს მიმართავს 

Follow us on social media