პრეს რელიზები
 
განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
25.02.2017
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-მდივნის განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი-ხურჩის და მეორე ოტობაია-ორსანტიის დახურვა, რომელიც ყოველდღიურად ასობით მიმომსვლელის მიერ გამოიყენება, საზიანოა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებისთვის. ეს სავარაუდოდ გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით დაკავებების, რისკს.

ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებისა და გაძლიერებული უსაფრთხოებისთვის მუშაობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.  გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სიტუაციის ნორმალიზების ძალისხმევას ისეთი ატმოსფეროს შექმნით, რომელიც ხელს არ უწყობს კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას და რეგიონში ყოვლისმომცველ სტაბილურობას.

ევროკავშირი, შესაბამისად, მოუწოდებს გამშვები პუნქტების გახსნილად შენარჩუნებისკენ, რათა გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის ჰუმანიტარული გადაკვეთები უზრუნველყოს. გარდა ამისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეები უსაფრთხოების გაძლიერებასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხებში კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ.

ევროკავშირი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე ზედმიწევნით დაკვირვებას, მათ შორის მისი სადამკვირვებლო მისიის (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის) გაძლიერებული წარმომადგენლობის საშუალებით. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იხილეთ ბმული აქ



 
 
Follow Us
გადამკვეთი პუნქტების დაკეტვა
მისიის ხელმძღვანელი იბერია ტვ-ს ესაუბრება
მისიის ხელმძღვანელი საზმაუს ესაუბრება
მისიის შესახებ განახლებული მონაცემები