პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 75-ე შეხვედრა გაიმართა

02.03.2017
2017 წლის 2 მარტს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი. 
მოხდა მოსაზრებათა გაცვლა დაკავებების შემთხვევებთან დაკავშირებით, კერძოდ, განიხილეს ბ-ნ გუგუტიშვილის ბოლოდროინდელი დაკავება და ბ-ნ გიორგი გიუნაშვილის პატიმრობა.

მონაწილეებმა ისაუბრეს მავთულხლართების გაბმის და ღობეების აგების საკითხებზე და მათ ზეგავლენაზე  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე. თანათავჯდომარეებმა ყველა მონაწილეს მიმართეს თხოვნით, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება დაძაბულობა შექმნას და კიდევ უფრო გაართულოს ამ ადგილებში მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრება.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო და სხვა ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული და, შესაბამისად, დაზარალებული მოსახლეობის საარსებო საშუალებების საკითხები დაისვა. მოახლოვებულ სასოფლო-სამეურნეო სეზონთან დაკავშირებით მონაწილეებმა შესაძლო გადაწყვეტილებები  განიხილეს.

ხაზგასმით აღინიშნა ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაგეგმილი ჩასატარებელი სამხედრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის და მისი გაცვლის გაგრძელების მნიშვნელობა. დროული გაფრთხილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის  შეშფოთების შემცირებას და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მეტი პროგნოზირებადობის მიღწევას.

თანათავჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეების მიერ კვლავ გამოთქმული უსაფრთხოების პრობლემებზე ერთობლივად რეაგირების მზადყოფნა ადგილზე ინციდენტების მოსაგვარებლად ცხელი ხაზის ეფექტიანად გამოყენების საშუალებით.

გამოითქვა სამძიმარი ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ახლახან მომხდარი აფეთქების შედეგად ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 4 აპრილს გაიმართება. 


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების ფარგლებში რიგით 75-ე შეხვედრის მონაწილეები ეგრნეთში იკრიბებიან


მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ადგილობრივ მედიას ესაუბრება 


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების ფარგლებში რიგით 75-ე შეხვედრა მედიის ყურადღების ცენტრში

Follow us on social media