პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 45 -ე შეხვედრა გაიმართა

25.04.2017
2017 წლის 25 აპრილს გალში გაეროს თავმჯდომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 45-ე შეხვედრა ბიზნეს-ატმოსფეროში ჩატარდა.

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები და პოზიციები რიგ ძველ საქმეზე, კერძოდ კი 2016 წლის მაისში ხურჩაში გ. ოთხოზორიას  მკვლელობის საქმის თაობაზე. მონაწილეებმა წარადგინეს რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარსულ საქმეებზე. მათ შეთანხმდნენ გააგრძელონ ამ ტერიტორიის შემდგომი შესწავლა. მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე ახალი ინციდენტი, მაგალითად, 2017 წლის 6 აპრილს ორი საქართველოს მოქალაქის დაკავების შემთხვევა და 2017 წლის 9 აპრილის სოფელ სიდაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება. მონაწილეები შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლაზე გამოძიების დახმარების მიზნით.

მათ ასევე განიხილეს გალის რაიონის მოსახლეობისთვის განათლების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და პირადი დოკუმენტაციის საკითხები.

შემდეგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  შეხვედრა გალში დაგეგმილია  2017 წლის 31 მაისს.

Follow us on social media