მედიის მიერ დღეს ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ გააგზავნა სა პატრულო ჯგუფი ადგილზე არსებული ვითარების დასადგენად .
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია და ადასტუროს , რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა , მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების და მონტაჟება გასული კვირის განმავლობაში .
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად , ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე ).
მიუხედავად
ამისა
,
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისია
მიიჩნევს, რომ
მწვანე ბანერების
განთავსება გაუმართლებელია
საბორდერიზაციო ქმედებები
ნებისმიერი
ფორმით
, (
მათ
შორის
ასეთი
ბანერების განთავსებით) და
ქმნის
დაბრკოლებებს
გადაადგილების
თავისუფლებისთვის
და
წლების
განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს
თავიანთი
მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს
.
ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია მოხდეს 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე .
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისია
გააგრძელებს
საბორდერიზაციო
ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას.