პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 79-ე შეხვედრა გაიმართა

11.07.2017
2017 წლის 11 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეცხრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პროდუქტიულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ჩატარდა.

მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ელჩ კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა. 

ელჩმა ბეხლერმა შეხვედრა გახსნა და ელჩმა იანკაუსკასმა მოკლედ მიმოიხილა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენები. მათ შორის იყო ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა, ცხელი ხაზის გააქტიურების და დაკავების შემთხვევები. აღინიშნა, რომ ცხელი ხაზის ამოქმედებათა რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. დაკავების შემთხვევების რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში და უფრო მაღალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მონაწილეებმა კვლავ ინტენსიურად განიხილეს გიორგი გიუნაშვილის მიმდინარე პატიმრობა.

დავით ბაშარულის საქმის საკითხი ისევ ისევ იყო წამოწეული და განხილული. თანათავჯდომარეებმა მონაწილეებს ამ საქმესთან დაკავშირებული არსებული ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდეს.

უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ორი შემთხვევის საკითხები იყო დაყენებული და მონაწილეები ამ საკითხების განხილვის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თანათავჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობას საჰაერო სივრცის პოტენციური დარღვევების შემთხვევების გამოსარკვევად.

განხილული იყო ინციდენტი, რომლის დროსაც უსაფრთხოების სფეროს სტრუქტურების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საზღვარი სავარაუდოდ გადაკვეთეს. თანათავჯდომარეებმა უსაფრთხოების სფეროს სტრუქტურების წარმომადგენლებს მოუწოდეს თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება პროვოკაციულად იყოს მიჩნეული.

მონაწილეები დათანხმდნენ, განეხილათ თანათავჯდომარეების ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწის უსაფრთხო დამუშავებას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე შეთანხმებულ ნაკვეთებზე.

განხილული იქნა ბორდერიზაციის საშუალებების, მათ შორის საინფორმაციო ნიშნების დამონტაჟება. ელჩმა იანკაუსკასმა დადებითად შეაფასა წინასწარი გაფრთხილება ამასთან დაკავშირებით და მონაწილეებს მოუწოდა ცხელი ხაზის გამოყენების გაგრძელებისკენ ინფორმაციის ორმხრივი გაზიარებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

თანათავჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გამჭვირვალობის გაზრდის სურვილი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო / უსაფრთხოების სფეროს სტრუქტურების საქმიანობაზე ცხელი ხაზის საშუალებით წინასწარი გაფრთხილების სპექტრის გაფართოების გზით. ქართველმა მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მომავალი წვრთნების - ღირსეული პარტნიორი 2017 -  შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში რიგით 79-ე შეხვედრ ის მონაწილეები  დღის წესრიგით გაწერილ საკითხების გა ნხილვას იწყებ ენ


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში სამხრეთ ო სეთის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ქართულ და ოსურ მედიას ესაუბრება


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში  ქართული მხარის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე ქართულ მედიას შეხვედრის შედეგებს განუმარტავს

Follow us on social media