პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართა

19.09.2017
2017 წლის 19 სექტემბერს გალში გაეროს თავმჯდომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 49-ე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში გაიმართა.

2016 წლის 19 მაისს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი გიგა ოთხოზოორიას მკვლელობა დღის წესრიგში კვლავაც რჩება, თუმცა არსებითი პროგრესი არ მიღწეულა.

მონაწილეებმა გაცვალეს სასარგებლო ინფორმაცია დაკავებების შესახებ. მათ ასევე ცხელი ხაზის საშუალებით განახლებული ინფორმაციის მოწოდების მზაობა გამოთქვეს.

მონაწილეებმა წარმოადგინეს განსხვავებული მოსაზრებები "ბორდერიზაციის" საკითხთან დაკავშირებით, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და მიწების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ წინა წელთან შედარებით მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთ სკოლის მოსწავლეთა რიცხვი შემცირდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სკოლის მოსწავლეებისთვის გადაკვეთის ხელშეწყობის მნიშვნელობა.
გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებისკენ სტაბილურობის შენარჩუნებისა და ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად.
შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება. 

Follow us on social media