პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 2017 წლის“ მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის“ გამარჯვებულად ნინო გოგუა გამოაცხადა

06.12.2017

2017 წლის 5 დეკემბერს , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2017 წლის პრიზით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართა . კონკურსის სახელწოდებაა : " საქართველოში პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის ხელშეწყობა 2012 წლიდან ".

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში , რომელსაც საფუძველი 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩაუყარა , პირველი ასეთი ინიციატივაა საქართველოში , რომლის მიზანია ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარება , რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას , შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზი ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა კონკურსში მინიჭებულ პრიზებს შორის . ეს არის ჯილდოს მინიჭების მეხუთე წელი . ტერმინი " მშვიდობის ჟურნალისტიკა " მოიცავს ჟურნალისტიკის საუკეთესო პრაქტიკას და ჯილდო გაიცემა საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენის ხელშემწყობი კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცდილობს , ხელი შეუწყოს პროფესიულ ერთიანობას , სამართლიან , ეთიკურ , დაბალანსებული და მიუკერძოებელ გაშუქებას რეგიონში . ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარტნიორია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენლობა თბილისში . ორივე ზედმიწევნით და დაუღალავად მუშაობს ამ მნიშვნელოვანი სტანდარტების მისაღწევად . წინა წლების გამარჯვებულები იყვნენ :

• 2013 - ოლესია ვართანიანი ;

• 2014 - გოგიტა აფციაური ;

• 2015 - ნინო ჩიფჩიური ;

• 2016 - გვანცა დოლუაშვილი

წლევანდელი გამარჯვებული არის ნინო გოგუა მისი ნაშრომით " ქართველები გალში - უცხოელები საკუთარ მიწაზე " (oc-media.org), რომელიც Open Caucasus Media- გამოაქვეყნა . მიღებული პრიზის ფარგლებში იგი ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მთავარ ოფისში გამგზავრების საინტერესო შესაძლებლობას იღებს და ერთთვიან სტაჟირებას გაივლის . ეს არის პრესტიჟული ჯილდო სამომავლო პერსპექტივებით გამარჯვებულისთვის . სტაჟირებას ასევე შეუძლია კონფლიქტებთან და ხალხის ცხოვრებაზე მათი ზეგავლენის მიმართებაში ხედვა და თემატური ცნობიერება შეცვალოს .

გამარჯვებული ნინო გოგუა : " ამ პრიზისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას / ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს და ჟიურის . ჩემთვის დიდი პატივია მშვიდობის ჟურნალისტიკაში   პრიზის მიღება   და ეს დიდი მოტივაციაა კონფლიქტის ზონიდან მუშაობის გასაგრძელებლად . ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის , რომ ეს სფერო ჩემი საქმიანობისთვის პრიორიტეტული იყოს ".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის - ერიკ ჰოეგის თქმით , " კონფლიქტების მოგვარებისა და უწყვეტი დაძაბულობის პირობებში , ნდობის აღდგენა , როგორც ყოველთვის , უაღრესად მნიშვნელოვანია . დამოუკიდებელი , საგამოძიებო მედია საშუალებები ადმინისტრაციულ საზღვრების ორივე მხარეზე მყოფ საზოგადოებებს შორის დიალოგის პროცესის წინსვლისთვის აუცილებელია . დღეს ჯილდო გადაეცემა ბრწყინვალე ჟურნალისტს , რომელიც ასეთ დიალოგს ხელს უწყობს . ასეთი ჟურნალისტები გვეხმარებიან კონფლიქტის მხარეების დაკავშირებას მათი პროფესიული ერთიანობის , ეთიკური , სამართლიანი , დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომების საშუალებით ".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის კონკურსის სხვა ფინალისტები იყვნენ მარიანა კოტოვა , ნინო ხარაძე და თამარ მეარაყიშვილი . თითოეულმა მიიღო " საპატიო აღნიშვნა ", რადგან მათი ნამუშევრები ძალიან მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა . ჩვენ მათ შესანიშნავ ნამუშევრებს ვულოცავთ .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაჯილდოების ცერემონიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის   იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი - facebook.com/eumm.geo.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაყევით ბმულს : http://www.euprizejournalism.eu/

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი - ნი ერიკ ჰოგი დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე ადგილობრივ სატელევიზიო არხებს სპეციალური პრიზის შესახებ ესაუბრება


წელს ჟიურის წევრები ელოდებიან მათ მიერ მოწონებული ავტორების დასახელებას

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი - ნი ერიკ ჰოგი კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკისა და საქართველოში კონფლიქტების კონტექსტში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს


  ჟიურის წევრი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის 2014 წელს გამარჯვებული - ნი გოგა აფციაური ერთ - ერთ ჯილდოს წარმოადგენს


  Open Caucasus Media- თანადამფუძნებელი და რედაქტორი - ნი დომინიკ ცაგარა გამარჯვებულის სახელით ჟიურის მადლობას უხდის


  ამაყი გამარჯვებულები სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს სიხარულით იღებენ


  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი - ნი ერიკ ჰოგი ცერემონიის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია " იმედს " ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრება

 

 

 

 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება