2018 წლის 30 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ბ-მა ჰოგმა ბ-ნ სესიაშვილს მისიის როლი და პრიორიტეტები გააცნო და დადებითად შეაფასა საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან ფუნქციონალური თანამშრომლობა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და შემდგომ შეთანხმებებთან მათი სრული შესაბამისობა.
ბ-მა სესიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბ-ნ ჰოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ერთადერთ საერთაშორისო წარმომადგენლობის ადგილზე ყოფნისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-ნ ჰოგს გაზაფხულის სესიისთვის კომიტეტის დღის წესრიგის პრიორიტეტებისა და თემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
![](/data/image_db_innova/EUMMHOMGEOPARL1.jpg)
მისიის ხელმძღვანელმა ბ-მა ჰოგმა ხაზი გაუსვა მისიის როლს და გამოხატა თავისი მადლიერება საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან განგრძობად ფუნქციონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით
![](/data/image_db_innova/sesiashvili 2.jpg)
ბ-მა სესიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მუშაობის მოკლე პრიორიტეტები და თემები მიმოიხილა