პრეს რელიზები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

06.02.2018

2018 წლის 6 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ი ერიკ ჰოგი საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა.

ბ-მა ჯანელიძემ მიულოცა ბ-ნ ჰოგს ახალი თანამდებობა და მადლობა გადაუხადა მისიის მიმდინარე მუშაობისთვის.

ბ-მა ჰოგმა და ბ-მა ჯანელიძემ განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები, ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენები და მთავრობის ჩართულობის პოლიტიკა. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხებს.

ბ-მა ჰოგმა ხაზგასმით აღნიშნა ეფექტიანი ფუნქციონალური თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სხვა უწყებებს შორის, ხოლო მინისტრმა ხაზი გაუსვა მისიის უწყვეტი სადამკვირვებლო საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ადგილზე მასტაბილიზებელ ფაქტორს.

 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ მიხეილ ჯანელიძეს ესალმება

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-მა მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა მისიის უწყვეტი სადამკვირვებლო საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ადგილზე მასტაბილიზებელ ფაქტორს


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში