პრეს რელიზები

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

25.02.2018

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

სამხრეთ ოსეთში, საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვა და ორი სხვა პირის დაკავება, სერიოზული შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს.

ჩვენ ვუსამძიმრბთ ბ-ნ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის თავისი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით.

ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ველოდებით, რომ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება სასწრაფოდ უზრუნველყოფს, რომ მათ თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე გამგზავრების ნებართვა მიეცეთ. 

ეს უკანასკნელი მოვლენები ხაზს უსვამს გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ნდობის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ზომების საჭიროებას.

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობის მშენებლობას და კონფლიქტის მოგვარების პროცესს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და ადგილზე სადამკვირვებლო მისიის საშუალებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში