პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

06.03.2018

2018 წლის 6 მარტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი , ბ - ნი ერიკ ჰოგი შინაგან საქმეთა მინისტრს , ბ - ნ გიორგი გახარიას შეხვდა .

მისიის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა ადგილზე არსებულ ფუნქციონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და შემდგომი ვალდებულებების შესრულებასთან სრული შესაბამისობა .

ბ - მა ერიკ ჰოგმა და მინისტრმა განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ , განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბ - ნ არჩილ ტატუნაშვილის საქმეს და მისი ოჯახისთვის ცხედრის დაბრუნების დაჩქარებაზე მიმართულ ძალისხმევებს .

ბ - მა გახარიამ მადლობა გადაიხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის , რომელსაც მისია მოვლებზე დაკვირვებისას ასრულებს , როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობა , და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას სტაბილურობის შესანარჩუნებლად . ბ - მა გახარიამ და ბ - მა ჰოგმა გამოთქვეს საერთო აზრი , რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დიალოგის ხელშესაწყობად და ინციდენტების განსახილვე ლად .

 

Follow us on social media