პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

06.03.2018

2018 წლის 6 მარტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი , - ნი ერიკ ჰოგი შინაგან საქმეთა მინისტრს , - გიორგი გახარიას შეხვდა .

მისიის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა ადგილზე არსებულ ფუნქციონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და შემდგომი ვალდებულებების შესრულებასთან სრული შესაბამისობა .

- მა ერიკ ჰოგმა და მინისტრმა განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ , განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო - არჩილ ტატუნაშვილის საქმეს და მისი ოჯახისთვის ცხედრის დაბრუნების დაჩქარებაზე მიმართულ ძალისხმევებს .

- მა გახარიამ მადლობა გადაიხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის , რომელსაც მისია მოვლებზე დაკვირვებისას ასრულებს , როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობა , და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას სტაბილურობის შესანარჩუნებლად . - მა გახარიამ და - მა ჰოგმა გამოთქვეს საერთო აზრი , რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დიალოგის ხელშესაწყობად და ინციდენტების განსახილვე ლად .

 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება