პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 54-ე შეხვედრა გაიმართა

21.03.2018
2018 წლის 21 მარტს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 54-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ  აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა 2018 წლის 27 თებერვალს ჩატარებული წინა შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილური იყო, ახალ სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ქონია. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი, როგორც ინციდენტების მართვის არსებითი ინსტრუმენტი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა ყველა მონაწილეს გააგრძელონ ცხელი ხაზის სრული გამოყენება და ყველა შესაძლო ზომა მიიღონ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილურობის და დაკავებათა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში კვლავ განიხილეს ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი, რასაც პროგრესი არ მოყოლია. მონაწილეებმა ინფორმაცია გაცვალეს ბოლოდროინდელ დაკავებათა შესახებ - დადებითად შეფასდა ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე დაკავებულის ბოლოდროინდელი ადრეული გათავისუფლება.

დღის წესრიგის რეგულარული საკითხის ფარგლებში სენსიტიურ ღონისძიებებთან წინასწარი გაფრთხილების თაობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ნდობის აღდგენის მიზნით სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ქმედებების, ისევე როგორც სხვა შესაბამისი ღონისძიებების  შესახებ წინასწარ გაფრთხილებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. 

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2018 წლის 25 აპრილს გაიმართება.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა ყველა მონაწილეს გააგრძელონ ცხელი ხაზის სრული გამოყენება და ყველა შესაძლო ზომა მიიღონ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილურობის და დაკავებათა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად



2018 წლის 21 მარტს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 54-ე შეხვედრა ჩატარდა

 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება