პრეს რელიზები

მისიის განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ხნულების გავლების შესახებ

11.05.2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მხედველობაში მიიღო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს მდებარე ნიქოზის ტერიტორიაზე არსებული ვითარება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ სამუშაოებს  და ნიქოზის ტერიტორიაზე აგრძელებს პატრულირებას. მისიას საკუთარი ანალიზის შესაბამისად, შეუძლია დაადასტუროს, რომ მაისის თვეში ზოგიერთი ხნული ნამდვილად გავლებულია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

მისია მანდატის შესაბამისად გააგრძელებს დაკვირვებას, აღბეჭვდვასა და ანგარიშგებას იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს სტაბილურობასა და გადაადგილების თავისუფლებაზე.

მისია აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 15 მაისს ჩანიშნულ მომდევნო შეხვედრაზე მოხდება. 

Follow us on social media