პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსული ჯარების გასვლის პროცესის მოწმეა

08.10.2008
8 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული საგუშაგოების დიდი ნაწილიდან რუსული ჯარების გასვლის მოწმე გახდა.

მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში ვიზიტისას განაცხადა:

„მე ვიმყოფებოდი ენგურის ხიდთან ჯარების გასვლის საკუთარი თვალით სანახავად. ჩვენი მონიტორებისაგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ საგუშაგოები მოხსნილია მთელს მიმდებარე ტრეიტორიებზე. ეს მოვლენების მეტად პოზიტიური განვითარებაა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით ჩანს, რომ რუსეთმა  დაასრულა გასვლის პროცესის უმეტესი ნაწილი. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები ინფორმაციის დასადასატურებლად კვლავ  ადგილზე რჩებიან.“

რუსეთის გასვლასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიებზე კანონისა და წესრიგის დამყარების პასუხისმგებლობა ქართულ ხელისუფლებაზე გადადის.  

“ჩვენ ასევე დავაკვირდებით ქართული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გადაადგილებას, რომლებიც  უსაფრთხოებას ადგილზე უზრუნველყოფენ  და  საშუალებას მისცემენ მოსახლეობას განაახლოს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება,“ - ახნა ელჩმა ჰაბერმა.

ელჩი ჰაბერის თანახმად, რუსული ძალების გასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მხოლოდ პირველი ნაწილია საქართველოში.

„ახლა ჩვენი საქმე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ნდობის აღდგენაზე იქნება კონცენტრირებული,“- დასძინა ელჩმა ჰაბერმა.

Follow us on social media