ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება ბატონი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
13.03.2019
12 მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ბატონი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას...