22 იანვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას შეხვდა.
განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის ვადის გაგრძელება, რომელიც ახლახან დამტკიცდა, ფუნქციური თანამშრომლობა შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და მისიას შორის და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დაკავშირებული
ბოლოდროინდელი მოვლენები.
ბ-ნმა ჰოგმა მიმოიხილა ის, თუ რას მოიცავდა 2020 წლის
დეკემბრამდე მისიის გაგრძელებული მანდატი, ასევე მისიის მიმდინარე სადამკვირვებლო საქმიანობის
პრიორიტეტები. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ,
მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულებმა უწინდებურად გააგრძელონ
ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა და საერთაშორისო შეთანხმებების პირობების დაცვა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მისიას ადმინისტრაციული
სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უწყვეტ რეჟიმში გაწეული ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით
გამოყო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მექანიზმის, როგორც კონფლიქტის მართვის პრაქტიკული
ინსტრუმენტის მნიშვნელოვანი როლი და ღირებულება.
ბ-ნი ჰოგი და ბ-ნი გახარია შეთანხმდნენ მისიასა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს შორის ფუნქციური თანამშრომლობისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე
არსებული შეთანხმებებისა და მისიის ოპერატიული მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით.
დაბოლოს, მინისტრმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე
მოვლენები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის როლი
სტაბილურობის შენარჩუნებაში.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მისიის მიერ მართული ცხელი
ხაზის მექანიზმი, როგორც კონფლიქტის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტი
მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულებმა უწინდებურად გააგრძელონ ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა და საერთაშორისო შეთანხმებების პირობების დაცვა