2019 წლის 8 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 91-ე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის , ბ - ნი ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით .
ბ-ნმა ჰოგმა წარმოადგინა 2018 წლის დეკემბერში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა . მან მიუთითა, რომ აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური იყო , თუმცა ასევე ხაზი გაუსვა კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დახურვასთან დაკავშირებულ მოვლენებს, „ბორდერიზაციას“ და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების ქმედებებს, რომელიც შეშფოთების საბაბს იძლეოდა. მან შეხვედრის ყველა მონაწილეს მოუწოდა, გაეგრძელებინათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გამოყენება მწვავე საკითხებთან მიმართებაში.
ამის შემდეგ მონაწილეებმა განიხილეს კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების ბოლოდროინდელი დახურვის საკითხი. როგორც ელჩმა მიხალკამ, ისე ბ-ნმა ჰოგმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, თუ რა გავლენის მოხდენა შეეძლო მას გადაადგილების თავისუფლებაზე, საცხოვრებელ პირობებსა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. ასევე განხილულ იქნა კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტებზე გადასვლასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საკითხი.
განხილვის დროს ფიგურირებდა ადამიანების დაკავების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების მნიშვნელობას.
საუბარი ასევე გაიმართა ბ-ნი არჩილ ტატუნაშვილისა და ბ-ნი დავით ბაშარულის ტრაგიკული გარდაცვალების შემთხვევების შესახებ. თანათავმჯდომარეებმა კვლავ გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეეწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლისთვის.
„ბორდერიზაციის“ ახალ შემთხვევებთან მიმართებაში, როგორიცაა გაყოფილ სოფელში - დიდ ხურვალეთში მავთულხლართების მონტაჟი, რომელთა შესახებაც ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, ელჩმა მიხალკამ და ბ-ნმა ჰოგმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებები უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ თემებზე.
ელჩმა მიხალკამ კვლავ განსახილველად გამოიტანა ბალახის დაწვის შედეგად გაჩენილ ხანძრებთან და მათთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში გასატარებელი ღონისძიებების საკითხი. ასევე გაიმართა დიალოგი სასმელი და სარწყავი წყლის უზრუნველყოფის შესახებ. მონაწილეებს მოუწოდეს, მომავალშიც გაეგრძელებინათ იდეათა ამგვარი ურთიერთგაცვლა და ფოკუსირება მოეხდინათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ კონკრეტული შედეგების მიღწევაზე.
მონაწილეებს ასევე მოუწოდეს, გაეგრძელებინათ ცხელი ხაზით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მოქმედი უსაფრთხოების სფერო ს უწყებების ქმედებების შესახებ.
მომდევნო შეხვედრის სავარაუდოდ თარიღად
2019 წლის 20 მარტი დაითქვა.
ქართული მხარის წამყვანი მონაწილე
ირაკლი ანთაძე (მარჯვნივ) და სამხრეთ ოსეთის მხარის წამყვანი მონაწილე ეგორ კოჩიევი
(მარცხნივ) ერთმანეთს ხელს ართმევენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
შეხვედრის კარვის წინ
შეხვედრა ესესაა დაიწყება
კარავში ინტენსიური სამუშაო პროცესი
მიმდინარეობს