პრეს რელიზები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

10.02.2019

10 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულობა მიროსლავ ლაიჩაკი დელეგაციასთან ერთად  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ბრიფინგს დაესწრო.

მისი აღმატებულობა მიროსლავ ლაიჩაკი  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა მიიღო, რომელმაც მისიის საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ლაიჩაკმა აგრეთვე მოისმინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ბრიფინგი, რომელიც ადგილზე არსებულ ბორდერიზაციაზე და გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იყო ფოკუსირებული. მას ასევე მიეცა შესაძლებლობა,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მომუშავე სლოვაკეთის მოქალაქეებს შეხვედროდა და მისიაში მათი როლისა და გამოცდილების შესახებ გასაუბრებოდა.

მისმა აღმატებულობამ მადლობა გადაიხადა ვიზიტისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლისთვის. მან ასევე დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა, მათ შორის ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველთვიური შეხვედრების ფარგლებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა მინისტრს სლოვაკეთის მიერ მისიის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვა კომპონენტების გარდა, მისიაში კვალიფიციური პერსონალის წარგზავაში გამოიხატებოდა.


 

მისი აღმატებულობა მიროსლავ ლაიჩაკი (მარცხნივ) და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სოფელ ოძისში

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრმა ლაიჩაკმა მოისმინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ბრიფინგი, რომელიც ადგილზე არსებულ ბორდერიზაციაზე და გადაადგილების თავისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იყო ფოკუსირებული

ბ-ნი მიროსლავ ლაიჩაკი აკვირდება ბორდერიზაციის ნიშნებს ოძისის მახლობლად

მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები დეტალურად საუბრობენ არეალში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ

ბ-ნი მიროსლავ ლაიჩაკი ესაუბრება სლოვაკურ მედიას ოძისში

ბ-ნა მიროსლავ ლაიჩაკმა მადლობა გადაიხადა ვიზიტისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლისთვის

 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება