პრეს რელიზები

ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

20.03.2019

2019 წლის 20 მარტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევრო პულ   საგარეო ქმედებათა სამსახურის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისის რეაგირების საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე ბატონი პე დრო სერანო ეწვია .

გენერალური   მდივნის   მოადგილეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მისიის სათაო ოფისში  მიესალმა, რომლის დროსაც მან  წარმოადგინა ინფორმაციული მიმოხილვა . ბატონი სერანო შეხვდა მისიის ხელმძღვანელობ , მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს , და შეუ რთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას სამხრეთ ოსეთ ის თვითაღიარებული რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე .

გორისა და მცხეთის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის არეალში პატრული რებისას , ბატონ სერანოს ადგილზე არსებული  უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მას ასევე შესაძლებლობა მიეცა დაკვირვებოდა "ბორდერიზაციის" ნიშნებს  სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ . გენერალური მდივნის მოადგილე ესაუბრა საქართველოს მედიას კავკასიის რეგიონის ადმი  მიდგომისა და საქართველოში არსებული ვითარებ ის შესახებ .

ბატონმა სერანომ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი როლ თვის 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების მონიტორინ გის კუთხით , ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობის სახით . მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის კუთხით  .

 

ზოგადი ინფორმაცია :

პედრო სერანო არის ოფიციალური და პროფესიონალი ევროკავშირის დიპლომატი . 2015 წლის ნოემბრიდან არის ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისის რეაგირების საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე . მანამდე მას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო უწყებაში და ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის შტაბში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა . მან   მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის სამართლის ხარისხი მიიღო .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის ერთერთი სამოქალაქო კრიზისის მართვის 10 მისიათაგან, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში წარგზავნა. მისიის წარგზავნის მიზანი იყო უზრუნველეყო მხარეთა მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება , რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა.

2008 წლის 1 ოქტომბრიდან მისია დღე და ღამე პატრულირებს, რათა მოხდეს საომარი ქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რეგიონების ადმინისტრაციული სა საზღვრო ხაზების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამას გარდა, მისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს ეხმარება საქართველოსთან და უფრო ფართო მასშტაბით რეგიონთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრაში.

 

ბატონმა სერანომ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ძალისხმევისათვის, რომელიც გაუწია საქართველოში არსებული სიტუაციის და 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მონიტორინგისათვის და ასევე საქართველოს მასშტაბით მდგომარეობის დასტაბილიზებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეტანილი წვლილისთვის

გორის ეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მი ჰაელა გერა იმ დელეგაცია ზემო ნიქოზში უსაფრთხოების მდგომარეობა გააცნო

დამკვირვებელი რობერტ მა ნგჰამი სოფელ დიდ ხუვალთში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის დეტალებს განმარტავს

ბატონი პე დრო სერანო დიდ ხურვალეთში გორის რეგიონალური ოფის თანამშრომლებთან ერთად პატრულირებას ახორციელებს

საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისის რეაგირების საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე ბატონი პედრო სერანო აკვირდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ოძისის ახლოს მდებარე ტერიტორიას

გენერალური მდივნის მოადგილე საუბრობს საქართველოს მედიას თან კავკასიის რეგიონისადმი მიდგომისა და საქართველოში არსებული ვითარების შესახებ

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება