პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 92-ე შეხვედრა გაიმართა

25.03.2019
2019 წლის 22 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 92-ე შეხვედრა გაიმართა. შეკრება ჩატარდა ღია და კონსტრუქციულ ატმოსფეროში.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი ერიკ ჰოგისა და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. 

ბატონმა ჰოგმა წარადგინა 2019 წლის 8 თებერვალს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა შედარებით სტაბილური შენარჩუნდა. მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ქმედებებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან და მოუწოდა მონაწილეებს გააგრძელონ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის გამოყენება ინციდენტების თავიდან აცილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

თანათავჯდომარეებმა აღნიშნეს 15 მარტს კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების ხელახლა გახსნა და მოუწოდეს მონაწილეებს გაითვალისწინონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადება აღნიშნეს.

არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის ტრაგიკული სიკვდილის შემთხვევები კვლავ განიხილებოდა.

შესწავლილი იქნა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სარწყავი სისტემების გამოყენება და ბუნებრივი ხანძრების პრევენციის სფეროში თანამშრომლობა.

მომდევნო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა 2019 წლის 16 მაისს გაიმართება.



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები დილის 6 საათზე აწყობენ კარავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრისათვის




ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ერგნეთში ეუთო-ს წარმომადგენლებს ესაუბრება


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ესალმება  ქართული მხარის წამყვან მონაწილეს ირაკლი ანთაძეს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და მისიის ცხელ ხაზზე პასუხისმგებელი პირი - საულიუს ნორკუნასი, კარვის გარეთ ესაუბრებიან სამხრეთ ოსეთის მხარის წამყვან მონაწილეს  -ეგორ კოჩიევს


შეხვედრამდელი განხილვები ერგნეთში


ერგნეთში 92-ე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იწყება


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ თანათავჯდომარეები განიხილავენ პრეს-რელიზს

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება