პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 93-ე შეხვედრა გაიმართა

16.05.2019
2019 წლის 16 მაისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 93-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი ერიკ ჰოგისა და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა.

ბატონმა ჰოგმა წარადგინა 2019 წლის 22 მარტს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა. ეს მოიცავდა საერთო უსაფრთხოების მდგომარეობას, ცხელი ხაზის აქტივობასა და დაკავების შემთხვევებს. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც შედარებით სტაბილური.

განხილულ იქნა ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილის შემთხვევა. მონაწილეებს მოუწოდეს თანამშრომლობისკენ და ხელმისაწვდომი ინფორმაციის სრული წვდომისა და წარდგენის უზრუნველყოფისაკენ.

დღის წესრიგში ასევე იყო ბორდერიზაციასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული გამოწვევები. ელჩმა მიხალკამ და ბატონმა ჰოგმა მოუწოდეს მონაწილეებს ქმედებებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად არსებული უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ცხელი ხაზის მეშვეობით ადრეული შეტყობინების მნიშვნელობა, ისეთი დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა.

ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ თავიანთი თავდადება, როგორც აუცილებელი პლატფორმის მიმართ ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გაძლიერებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებისადმი ჰუმანიტარული თვალსაზრისით მიდგომისათვის.

მომდევნო შეხვედრა გაიმართება თარიღში, რომელზეც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ყველა მონაწილე უნდა შეთანხმდეს.



შეხვედრის მონაწილეები იკრიბებიან ერგნეთში


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი ესაუბრება სამხრეთ ოსეთის მხარის წამყვან მონაწილეს შეხვედრის დაწყებამდე


ბატონმა ჰოგმა წარადგინა მოკლე მიმოხილვა ბოლო შეხვედრის შემდეგ არსებული საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის, ცხელი ხაზის აქტივობებისა და დაკავების შემთხვევების შესახებ


93-ე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის თანათავმჯდომარეები და წამყვანი მონაწილეები მთავარი კარვის გარეთ


მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი ესაუბრება საქართველოს მხარის წამყვან მონაწილეს შეხვედრის შემდეგ.

Follow us on social media