მისი სამეფო უდიდებულესობა შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია საქართველოში ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია
30.03.2023
თბილისი, 29-30 მარტი 2023 წელი – გასული ორი დღის განმავლობაში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა პატივი, ემასპინძლა მისი სამეფო უდიდებულესობის შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიასთვის. ვიზიტი შედგა 2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის კონტექსტში. ვიზიტმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მისიების მნიშვნელობა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მხრივ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
10.03.2023
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კარაბალისმა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოების ვითარების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.