ჩვენ ვართ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მისია 2008 წლის ოქტომბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.
მას შემდეგ, რაც მისიამ თავისი საქმიანობა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო, ჩვენ ვახორციელებთ 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს ვუთმობთ, რათა ხელი შევუწყოთ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს საქართველოსა და რეგიონის მიმართ თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბონ.
ჩვენი პრიორიტეტებია საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.
ინციდენტის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხის არსებობისას ჩვენ სიტუაციის გასარკვევად და დაძაბულობის ან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ხელს ვუწყობთ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას.
ოქტომბერში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ევროპის მემკვიდრეობის დღეები, საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მისი დაკვირვების გაძლიერებით. კულტურულ ძეგლებზე წვდომა და საკუთარი წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შენარჩუნების შესაძლებლობა განსაკუთრებით კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანებისთვის ქმნის ნორმალური ცხოვრების განცდას.
დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ბეტინა პატრისია ბუგანის ერთობლივი ხელშეწყობით...
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ოფიციალურად გადავიდა თავის ახალ რეგიონალურ ოფისში ზუგდიდში. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მისიის მიმდინარე ძალისხმევაში, შეინარჩუნოს თავისი...
ერგნეთი, 23 ივნისი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 120-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის...
5 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მის სამ რეგიონალურ ოფისში გასვლითი ღონისძიებების სერიის ორგანიზებით აღნიშნა გარემოს მსოფლიო დღე. ეს ღონისძიებები მიმართული...
მე მქვია ვერა და ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელი. საქართველოში ჩამოვედი 2017 წლის ოქტომბერში. ჩემი და ევროკავშირის წარმომადგენელი სხვა კოლეგების სამსახურია..
იმ მომენტიდან როდესაც შევიტანე განაცხადი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დამკვირვებლის პოზიციის დასაკავებლად ვიცოდი რომ ეს შემესაბამება მე და მეც ასევე შევესაბამები მას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ჩემს პროფესიულ კარიერაში აქამდე გაკეთებულებს შორის. ეს იყო ახალი მიზანი, ახალი გამოწვევა, რომელიც ღირდა ამად და მე ეს გავაკეთე.
მე მეორედ ვარ საქართველოში. პირველად 2016/2017 წლებში ვმუშაობდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში და ახლა 2019 წლის აპრილიდან ბედნიერი ვარ გორის რეგიონალურ ოფისში მუშაობით. მე ვთვლი პრივილეგიად საქართველოში მისიაში მეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობას და მადლობელი ვარ ამისთვის. მუშაობა საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიონალ კოლეგებთან რომელთაც ყველას სხვადასხვა გამოცდილება აქვთ
როდესაც პატარა, 8-9 წლის ვიყავი მქონდა რვეული სადაც ვიწერდი მსოფლიოს ყველა დედაქალაქს. ძალიან მაინტერესებდა სამყარო შვედურ მალმიოში ჩემი ოთახის ფარგლებს გარეთ და თბილისი როგორღაც მიზიდავდა...
მე ვარ იუჰო რომპაინენი ფინეთიდან. ვსწავლობდი თანამედროვე ისტორიას ტურკუს უნივერსიტეტში და ჰელსინკის უნივერსიტეტში და დავასრულე სამაგისტრო პროგრამა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელ მეცნიერებაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის განხრით ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებულ ალექსანტერის ინსტიტუტში...
საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში 2018 წლის ივლისში ჩამოვედი. გამიხარდა, როცა შევიტყვე რომ მისიაში მიმიღეს და მომეცა შესაძლებლობა, წვლილი შემეტანა სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენისთვის მანდატის თანახმად, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დამტკიცდა...
ევროკავშირის მისიაში პირველად ვარ, საქართველოში კი ადრეც მიმუშავია. ჩემი წარსული გამოცდილება ჰუმანიტარულ სფეროს უკავშირდება. 2004 – 2005 წლებში ცხინვალში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ვმუშაობდი...
მანდატი
ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა…
მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან, რათა წვლილი შეიტანონ ადგილზე აგვისტოს ომის შედგომი სიტუაციის დასტაბილიზირებაში…