ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი 2023 წლის თებერვლიდან
არის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
ელჩი კარაბალისი 1986 წლიდან მსახურობდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დანიშვნამდე, ის იყო დირექტორი რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბ-ნი კარაბალისი როგორც საქართველოში საბერძნეთის ელჩი 2017-2021 წლებში საქართველოში მის პირველ თანამდებობას იკავებდა.
იქამდე ის მსახურობდა ფინეთში საბერძნეთის ელჩად (2014-2017), ევროპის პარლამენტში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის სრულუფლებიან მინისტრად და დირექტორად (2011-2014) და ევროპის საბჭოში, საბერძნეთის მუდმივი წარმომადგენლობის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ (2007-2011).
სხვა ფუნქციებს შორის, ელჩ კარაბალისს უმუშავია რუმინეთში საბერძნეთის საელჩოს გენერალურ კონსულად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს დეპარტამენტის პირველ მრჩევლად და მრჩევლად, ნატოში საბერძნეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველ მდივნად.
ელჩი კარაბალისი სწავლობდა საჯარო სამართალს და
პოლიტიკურ მეცნიერებებს ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში და საერთაშორისო
ურთიერთობებს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.
მისიის ხელმძღვანელები წარსულში:
ელჩი მარეკ შჩიგელი , მარტი, 2020 – დეკემბერი 2022
ბ-ნი ერიკ ჰოეგი , დეკემბერი 2017- დეკემბერი 2019
ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი , დეკემბერი 2014 - აგვისტო 2017
ბ-ნი ტოივო კლაარი , სექტემბერი 2013 - დეკემბერი 2014
ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი , ივლისი 2011- ივნისი 2013
ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი , ოქტომბერი 2008- აპრილი 2011