EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/05/2022 19:05:04
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/tmt6vpzefscy6x7k/qzdl-fr0ld_qif-yp/
 
ფოტო კრედიტი მარი-ლუიზა ბოისევეინ.კქ-ნი ემილი რაკჰორსტი შეუერთდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2021 წლის ივნისში. ნიდერლანდებიდან მოვლინებულს მას აქვს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში და საორგანიზაციო რეფორმებში ფართო გამოცდილება, განსაკუთრებით (პოსტ-) კონფლიქტურ ვითარებებში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მოღვაწეობის დაწყებამდე, ემილი მუშაობდა დამოუკიდებელ კონსულტანტად მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საკითხებში.
©Marie-Louise Boissevain. 

მანამდე ის მონაწილეობდა კოსოვოს სპეციალიზებული სასამართლო პალატების ჩამოყალიბებაში, ჯერ კოსოვოს სპეციალიზებული სასამართლო პალატებისა და რეგისტრაციის დაგეგმვის ჯგუფის ფარგლებში, ბრიუსელში, შემდეგ კი როგორც სასამართლოს მმართველი გუნდის უფროსი, ჰააგაში. ის ასევე მუშაობდა პალესტინის პოლიციის მხარდაჭერის ევროკავშირის საკოორდინაციო ოფისში, კანონის უზენაესობის განყოფილებაში და სამართლებრივი საკითხების ოფიცრად სისხლის სამართლის ტრიბუნალში ყოფილი იუგოსლავიისთვის. 

დროთა განმავლობაში, ემილი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა იმ შემადგენელ კომპონენტებს, რომლებიც არსებით სამუშაოსა და ოპერაციებს შესაძლებელს ხდის, იქნება ეს ველზე, პოლიციის განყოფილებაში თუ სასამართლოს დარბაზში. ის სიამოვნებით მუშაობს ყოველდღიური საოპერაციო საჭიროებებისა და ადმინისტრაციული დახმარების სისტემების გადაკვეთაზე.

მისი წინა საქმიანობა მოიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არასრულწლოვანთა საკითხების პოლიციის დაარსებას, კორუფციული დანაშაულების პალესტინის სასამართლოს შექმნას, სომალის მართლმსაჯულების დაინტერესებულ პირთათვის სტრატეგიული რჩევების მიცემას, ასევე მართლმსაჯულების ინსტიტუტების ინფრასტრუქტურულ საკითხებზე კონსულტაციას და სასამართლო ჩანაწერების ეფექტური და უსაფრთხო დამუშავების გრძელვადიანი, კომპლექსური, ინფორმაციულ-ტექნიკური პროექტის მართვას. 

ემილი ფლობს სამართლის ხარისხს სისხლის სამართლის სპეციალობით, რომელიც მან მიიღო გრონინგენის უნივერსიტეტში, ნიდერლანდები.