„რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს."
თბილისი, 2023 წლის 11 ივლისი – დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების უფროსმა, ბ-მა ბრაიან რიჩარდმა, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა გერმანულ დელეგაციას, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის, ქ-ნ ბერბელ ბასის ხელძღვანელობით...
ერგნეთი, 2023 წლის 3 ივლისი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 113-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.
თბილისი, 9 ივნისი – 5-9 ივნისს, კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
თბილისი, 5 ივნისი – კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები 2023 წლის 5-9 ივნისს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრობენ...