სიახლეები
10.06.2024 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გარემოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად შეუერთდა ადგილობრივ პარტნიორებს
5 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მის სამ რეგიონალურ ოფისში გასვლითი ღონისძიებების სერიის ორგანიზებით აღნიშნა გარემოს მსოფლიო დღე. ეს ღონისძიებები მიმართული იყო გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და მისი კავშირისკენ დაცულობასა და უსაფრთხოებასთან. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ მრავალფეროვან ღონისძიებებში მომავალი თაობებისთვის გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.
30.05.2024 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა ნოვატორული სემინარი კლიმატის და გარემოს უსაფრთხოების საკითხების შესახებ
29-30 მაისს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, თბილისში გამართა ტრენინგი კლიმატის და გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე.
16.05.2024 ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 119-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 119-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით.
15.05.2024 ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისის რაიონში პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოს (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო, ევროპის საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, დოქტორ იან ბორგის ხელმძღვანელობით.
18.04.2024 მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ თბილისში გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან.
16.04.2024 ფინეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოში (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ფინეთის მუდმივი წარმომადგენლის, ელჩ ვესა ჰაკინენის ხელმძღვანელობით.
გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები
მანდატი
ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა…
მონაცემები და ფაქტები
მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან, რათა წვლილი შეიტანონ ადგილზე აგვისტოს ომის შედგომი სიტუაციის დასტაბილიზირებაში…
ჩვენი ოფისები
ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. იხილეთ ინტერატიური რუკა უფრო მეტი დეტალის გასაგებად…
Follow us on social media