მისიის ხელმძღვანელის მოადგილე

2018 წლის 3 აპრილიდან ქეით ფიერონი არის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე/ შტაბის უფროსი. მანამდე ის იყო ბრიუსელში ყველა სამოქალაქო მისიისთვის  ოპერაციათა მთავარ შტაბში სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის დირექტორატის დირექტორის და სამოქალაქო ოპერაციათა მეთაურის სპეციალური მრჩეველი   და კოსოვოში  კანონის უზენესობის ევროკავშირის  მისიის (EULEX) ხელმძღვანელის სპეციალური მრჩეველი.

ქალბატონი ფიერონი სუდანსა და ავღანეთში მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით   დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის პოზიციებს იკავებდა. ის ასევე იყო კოსოვოში საერთაშრისო სამოქალაქო წარმომადგენლობის მიტროვიცას ოფისის ხელმძღვანელი, ასევე იყო ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკური პარტიის პროგრამის დირექტორი და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე. 1996 წელს ის იყო ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის თანადამფუძნებელი და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შემდეგ კი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ ასამბლეაში ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის შტაბის უფროსი.

ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ და რუსულ ლიტერატურაში, ასევე მაგისტრის ხარისხს ირლანდიურ პოლიტიკაში და ამჟამად ასრულებს სწავლას სოციალური კვლევის მეთოდებსა და შეფასებებში მაგისტრის ხარისხის მისაღებად. მან გამოაქვეყნა მრავალი რეცენზირებადი სტატია აკადემიურ ჟურნალებში კონფლიქტის მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაზე, ხშირად ფოკუსით ქალებთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

CV of Kate Fearon

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება