საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ფონდის მოწვევა პროექტის კონცეფციების წარსადგენად
წინაპირობა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
(EUMM) ნდობის აღდგენის ფონდი (CBF) წარმოადგენს პროგრამას, რომლის მიზანია
საქართველოში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების (ABLs) გასწვრივ ნდობის აღდგენის
მიზნით მცირე პროექტების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა. 2015 წლიდან მოყოლებული,
ნდობის აღდგენის ფონდის შექმნის შემდეგ წარმატებით განხორციელდა
100
პროექ
ტზე მეტი
. პროგრამა ღიაა
რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისა და სხვა იურიდიული პირებისთვის.
Მხარდაჭერას მიიღებენ ინიციატივები, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა თემაზე, მათ
შორის- მაგრამ არ შემოიფარგლება- დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე, ადამიანის უფლებებზე,
გარემოს დაცვაზე, მედიაზე, გენდერულ საკითხებზე და განათლებაზე. Პროექტი უნდა
მოიცავდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პროფესიული კავშირების შექმნა, ცოდნის
გაცვლა, შესაძლებლობების განვითარება ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება ადმინისტრაციული
სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული საკითხებისადმი.
დაფინანსება ხელმისაწვდომია მცირე
პროექტების განსახორციელებლად, გამონაკლის შემთხვევებში კი - დიდი პროექტებისთვის
მოსამზადებლად. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი 35,000
ევრომდე ღირებულების ინიციატივისთვის, რომლის განხორციელებაც უნდა დასრულდეს
დაფინანსების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
განაცხადის წარდგენის პროცესი:
განაცხადის წარდგენის პროცესის პირველი
ნაბიჯია პროექტის კონცეფციის შევსება. შევსებული
დოკუმენტი ელექტრონული ფორმით უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის
მისამართზე:
CBF@EUMM.EU
2026 წლის
22 მარტის
, საქართველოს დროით
17:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროცესი
კონკურსის ხასიათს ატარებს და ყველა შემოთავაზება განიხილება ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის შემფასებელი კომისიის მიერ. წარმატებულ კანდიდატებს
მოიწვევენ პროექტის სრული შემოთავაზების და დეტალური ბიუჯეტის წარსადგენად.
გთხოვთ, უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყვეთ გამარტივებულ პრაქტიკულ
მითითებებს.
პროექტის კონცეფცია და აპლიკაცია მიიღება მხოლოდ ინგლისურ
ენაზე.
მხოლოდ გამონაკლის შემთვევებში და თითოეული შემთხვევის
ინდივიდუალურ საფუძველზე, მისიამ შეიძლება განიხილოს კონცეფციის მოკლე მიმოხილვისა
და სრული აპლიკაციის მიღება ქართულსა და რუსულ ენებზე.
მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია:
შერჩევა და გრანტის დაჯილდოვების კრიტერიუმებია:
ფორმები
:
ნიმუში:
download
პრაქტიკული მითითებები:
download
განცხადების
შემოტანის
ვადები:
განაცხადები
მიიღება ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
CBF@EUMM.EU
2026
წლის 22 მარტის საქართველოს დროით 17:00 საათამდე. აღნიშნული ვადის ამოწურვის
შემდგომ განაცხადები აღარ მიიღება. ვადების გეგმა მოცემულია პრაქტიკულ
მითითებებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აპლიკანტებს
დაუდასტურებს განაცხადის მიღებას მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ,
დაგვიკავშირდეთ, თუ მითითებულ ვადაში ჩვენგან არ მიიღეთ დასტური.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საგრანტო განაცხადის შემოტანის პროცედურის შესახებ კითხვების შემთხვევაში გთხოვთ
დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
CBF@EUMM.EU
.